თავში

გუშინ რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა - გაბუნია

გუშინ რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა - გაბუნია
გუშინ რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა - გაბუნია

გუშინ საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და პისიარ ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ დაიწყო გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებით, საიდანაც 1 400 შემთხვევა დადასტურდა.

"გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისე პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთოს ტესტი. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტები ანტიგენის ტესტით სწრაფად იღებენ პასუხს. 17 ათასამდე ავიდა ანტიგენის და პისიარ ტესტის რაოდენობა გუშინ, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი," - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system