თავში

გუშინ საშინელი ამბავი დამატყდა თავს - ანიტა რაჭველიშვილი

გუშინ საშინელი ამბავი დამატყდა თავს - ანიტა რაჭველიშვილი
გუშინ საშინელი ამბავი დამატყდა თავს - ანიტა რაჭველიშვილი

ცნობილი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბევრი თბილი და გამამხნევებელი კომენტარი მიიღო, რის შემდეგაც თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. 

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო!

მართალია საშინელი ამბავი დამატყდა თავს გუშინ და ძალიან განვიცდი,მაგრამ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხე და იმდენი სიყვარული და დადებითი ენერგია გამოგზავნეთ რომ დღეს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს!

უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! ძალიან მიყვარხართ ყველა!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი. 

ცნობისთვის, ანიტა რაჭველიშვილმა გუშინ დაწერა, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა. 

"ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი მივიღე უკვე მეორედ, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, აღარ შემიძლია", - დაწერა მან.

მისივე თქმით, იანვარში, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა, კოვიდზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო, თუმცა უკანასკნელმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

"შაბათს დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება. დილით როცა გავიღვიძე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას გადავედი იზოლაციაში და გავიკეთე ტესტი. დღეს მოვიდა დადებითი პასუხი.

ძლიან ვდარდობ, თუ ჩემი ძვრიფასი კოლეგები დავაინფიცირე. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ჩემს მეუღლეს ვირუსი არც ამჯერად დაუდასტურდა. ის არც მაშინ დაინფიცირდა, როცა მე პირველად მოვიხადე ვირუსი. მას არასოდეს ჰქონია კორონავირუსი. ამიტომ, ვფიქრობ, იქნებ არ ვარ გადამდები" - წერს მომღერალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system