თავში

გვაქვს მესამე ტალღა, უკვე მოხდა 5 000 საწოლის მობილიზება - თენგიზ ცერცვაძე

გვაქვს მესამე ტალღა, უკვე მოხდა 5 000 საწოლის მობილიზება - თენგიზ
გვაქვს მესამე ტალღა, უკვე მოხდა 5 000 საწოლის მობილიზება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, თუმცა არა სრული მასშტაბით. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით მესამე ტალღას კარგად უმკლავდება.

"მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ დღეს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა - 585 000 შემთხვევა. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი

დიახ, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი, როგორც არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. კლინიკური სექტორი მესამე ტალღას ჯერჯერობით, კარგად მომზადებული შეხვდა. ნოემბერ-დეკემბრისგან განსხვავებით, არანაირი გადატვირთვა არ იგრძნობა და ჯერ, არავის დაუჩივლია, რომ ან სასწრაფომ დაიგვიანა, ან ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, ან ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა. ეს იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა 5 000 საწოლის მობილიზება და რესურსი კიდევ მეტი აქვს. დღეს 3 600 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს, მაგრამ 1 400 ადგილი კიდევ თავისუფალია. ასევე, ძალიან გამართულად მუშაობს ოჯახის ექიმის ონლაინ კლინიკები, სასწრაფო დახმარება და ექიმებს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system