თავში

გვაქვს რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე

გვაქვს რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე
გვაქვს რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე

იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, პიკი მოსალოდნელი არის მაისის მეორე ნახევარში, თუმცა თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ იმისთვის, რომ ინფექცია დროულად და ადეკვატურად შევაკავოთ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატის ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილი არის 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანი არის, რომ სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს ნიღბის ტარების მაჩვენებელი. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა ამასთან მიმართაც გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ხელი შევუწყოთ პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system