თავში

გვაქვს ტაძრებში ინფიცირების შემთხვევები

გვაქვს ტაძრებში ინფიცირების შემთხვევები
გვაქვს ტაძრებში ინფიცირების შემთხვევები

წირვა-ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იგივე რჩება, რაც აღდგომის წინა დღეებში იყო - დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კითხვა წირვა-ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ ძალიან სენსიტიურია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ კითხვას წინასააღდგომო დღეებშიც უპასუხა და გასცა თავისი რეკომენდაციები. ახლა, როდესაც ჩვენ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება - დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა იყოს. ვთხოვ საეკლესიო მოღვაწეებსა და მრევლს, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს რეკომენდაციები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში როგორც სასულიერო პირების, ასევე მრევლს შორის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system