თავში

გვარამია: ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე

გვარამია: ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე
გვარამია: ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გვარამია წერს, რომ "მთავარ აქცენტებში" გაარჩევენ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას.

"წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია. ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე(თ). ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე იმ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა.

ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე - სრულიად და გაუგონრად კოშმარული.

დღეს, პიეფის დასრულების შემდეგ, 22:30, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, მთავარ აქცენტებში გავარჩევთ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას და შევეცდებით დავადგინოთ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზები. გარდაცვალების და თანხმლები საზარელი პროცესების.

გვიყურეთ! ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის!"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system