თავში

,,გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდიანის სტატუსით და გვეუბნება, აღარ ვიცი რა გავაკეთოო" - ვიკა ბუკია

,,გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდიანის სტატუსით და გვეუბნება, აღარ ვიცი რა გავაკეთოო" - ვიკა ბუკია
,,გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდიანის სტატუსით და გვეუბნება, აღარ ვიცი რა გავაკეთოო - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა და ის არც კოვიდსასტუმროსა და შესაბამის კლინიკაში გადაჰყავთ.

,,გაოგნებული ვარ. ახლა გავიგე, რომ 3 დღეა ჩემი სიცხიანი (გემო და ყნოსვა თავიდანვე დაკარგა) თანამშრომელი თურმე ქუჩაშია სანახევროდ და სახლში გვიანობამდე ვერ შედის. ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები. არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა; უყვება ამ ყველაფერს 112-ს და ეუბნებიან ვერ მოვალოთო. როგორც იქნა დღეს გაიკეთა ტესტი და ცხადია, დადებითია. და ახლა გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდის დადასტურებული სტატუსით და გვეუბნება აღარ ვიცი რა გავაკეთოო. ქუჩაში ვარ და ვიყინებიო.

აი, ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ძალიან კმაყოფილ გახარიას, რომელმაც წინა კვირას გამოგვიცხადა - მე რომ იზოლაციაში წავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებსო.

ბატონო გიორგი, ნუ წახვალთ იზოლაციაში, მაგრამ სხვები მაინც გაუშვით", - წერს ვიკა ბუკია სოცაილურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system