თავში

,,გვიშველეთ! ყოველი წუთი ძვირფასია!" - ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ

,,გვიშველეთ! ყოველი წუთი ძვირფასია!" - ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ
,,გვიშველეთ! ყოველი წუთი ძვირფასია! - ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ

გვიშველეთ! ყოველი წუთი ძვირფასია! - ამის შესახებ ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს და დახმარებას ითხოვს. 

,,ჩემს ნათესავს (ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს მცხოვრები უჩა ვარძელაშვილი) თვეების წინ გაუკეთეს ოპერაცია ქობულეთში. 

წინასწარი ინფორმაციით, დაშვებულ იქნა სამედიცინო შეცდომა.

ამ დღეებში გახდა ცუდად, გადაიყვანეს ბაუში, საიდანაც სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად გააგზავნეს თბილისში რკინიგზელთა საავადმყოფოში.

სახეზე ფერი არ აქვს უკვე, გაყვითლებულია. ამოკვეთილი აქვს ნაღველი და ორგანიზმში შესაძლოა უკვე დაწყებულია ინტოქსიკაცია და სეფსისი. რკინიგზელთა საავადმყოფომ, ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვის ფონდიდან დაფინანსება როცა მოვა, მერე გავაკეთებთო.

მოვიდა დაფინანსება და ითხოვენ ნაღდი ფულის დამატებას ათას ას რაღაც ლარის. გარდა ამისა, კოვიდ ტესტისტისთვის 260 ლარს (მათთან ასე ღირს). 

დაურეკა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს. მან უთხრა, რომ ჩემი კოორდინატები მიეცი და ოთხშაბათს მოვაგვარებო.

დღეს კი დაურეკა ექიმის (ნიკა ონაშვილი) ასისტენტმა და უთხრა, რომ ექიმი კოვიდით დაავადდა და სხვა ექიმთან (მიზანდარი) გადაგამისამართებთო. არადა, ბათუმიდან სასწრაფო, გადაუდებელ ოპერაციაზე გააგზავნეს, ერთი კვირა გავიდა, ყოველი წუთი ძვირფასია და რადგან პატრონი არ ჰყავს, რადგან სოციალურად დაუცველია, რადგან ობლად გაზრდილია, ახალგაზრდა კაცს კლავენ", - წერს ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system