თავში

გვიცავს თუ არა ვაქცინა "ომიკრონისგან" - ცერცვაძის განმარტება

გვიცავს თუ არა ვაქცინა "ომიკრონისგან" - ცერცვაძის განმარტება
გვიცავს თუ არა ვაქცინა ომიკრონისგან - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ომიკრონისგან თავის დაცვისთვის ვაქცინა და პირბადე ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება. 

მისივე თქმით,  სავარაუდოდ ვაქცინა ახალი შტამისგანაც დაგვიცავს.

"შემდეგი და ყველაზე საინტერესო - გვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან, ამაზე ძალიან ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას ამ შტამისგან, ან დაგვიცვას ნაწილობრივ, თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მუტაციები მთლიანად არ გამოთიშავს ვაქცინის შედეგად ინდუცირებული იმუნიტეტის დამცავ თვისებებს ამ ვირუსის მიმართ და ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ან ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system