თავში

გვქონდა ვერსიები, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით - ჯობავა

გვქონდა ვერსიები, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით - ჯობავა
გვქონდა ვერსიები, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით - ჯობავა

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს, -ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პირველი შეხვედრა იყო ორშაბათს, სადაც განვიხილეთ საკითხები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, გვქონდა რამდენიმე ვერსია, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით. დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა, შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უნდა დაწესდეს. 

კონკრეტულად, რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში, ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system