თავში

გვკითხა, ის მკვლელი კაცი ვინ იყოო? - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის და

გვკითხა, ის მკვლელი კაცი ვინ იყოო? - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის და
გვკითხა, ის მკვლელი კაცი ვინ იყოო? - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის და

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში მისი ძმის ბავშვობას იხსენებს. ანი შაქარაშვოლის თქმით, გიორგი შაქარაშვილი 3 წლის ასაკში ილია ჭავჭავაძის მკვლელის ვინაობით დაინტერესდა. 

"როგორი გამორჩეულიც ახლა არის, ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს, 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო" - წერს ანი შაქარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system