თავში

"გვპირდებოდნენ 9,5 ევროს, გვაძლევენ 3 ევროს საათში" - გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები

"გვპირდებოდნენ 9,5 ევროს, გვაძლევენ 3 ევროს საათში" - გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები
გვპირდებოდნენ 9,5 ევროს, გვაძლევენ 3 ევროს საათში - გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები

გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობენ, რომ მოატყუეს. ისინი ყურადღებას ითხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

დასაქმებულები ტელეკომპანიასთან ყვებიან, რომ შესასრულებელი სამუშაო და ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

დასაქმებულები კვების პრობლემასა და არასათანადო საცხოვრებელ პირობებზეც საუბრობენ.

"არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა. რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღე. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, რომ გვაძლევენ 3 ევროს საათში", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ჯაბა ჩაჩანიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system