თავში

GWP მომხმარებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

GWP მომხმარებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
GWP მომხმარებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით 26 ივლისიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში ვიზიტს. მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით კომპანია მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებს თბილისისა და მცხეთის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეეძლებათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. განაცხადის დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system