თავში

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, თბილისში, ქუჩების ნაწილს 18 -19 მაისს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხვალ, 18 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დავით აღმაშენებელის გამზ. N41/1-ში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ჯივიპი, დავით აღმაშენებელის გამზ. N41/1-ში ტექნიკურ სამუშაოებს 18 მაისის 23:00 საათზე დაიწყებს და 19 მაისის დილის 08:00 საათზე დაასრულებს. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

18 მაისს, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებელის გამზ. N41/1-ში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 18.05 23:00-დან 19.05 08:00-მდე. წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: აღმაშენებლის გამზ N12 დან N50 ჩთ N17 დან N55 ჩთ, რომის ქუჩას, სუნდუკიანის ქუჩას შესახვევით სოსო წერეთლის ქუჩას, მაზნიაშვილის ქუჩის N1 დან N19 ჩთ და N2 დან N12 ჩთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system