თავში

თბილისის შემოგარენში დათოვლილი გზა გაწმინდეს - PHOTO

თბილისის შემოგარენში დათოვლილი გზა გაწმინდეს - PHOTO
თბილისის შემოგარენში დათოვლილი გზა გაწმინდეს - PHOTO

,,თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუაშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა. დაიყარა დაახლოებით 80 ტონა ტექნიკური მარილი. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თბილსერვის ჯგუფი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ,,თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას ცხელ ხაზზე -2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე -2722222 დარეკვას ურჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system