
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობდა. ტრაილერებისთვის კი მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა.