თავში

გზებზე "შავი წერტილების" იდენტიფიცირება და აღმოფხვრა იწყება

გზებზე "შავი წერტილების" იდენტიფიცირება და აღმოფხვრა იწყება
გზებზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა იწყება

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება. 

 „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით და 87 მომხრით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

„შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდგომ შსს ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსა ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მიაწვდის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით.

ამის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და/ან მუნიციპალიტეტების ორგანოები შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესებს. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system