თავში

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2020 წლის 26 ივნისს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system