თავში

ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა
ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადება ადვოკატმა გააკეთა, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. 

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system