თავში

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება
ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება

4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საელჩო ავრცელებს.

,,ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ.

ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი"", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 5 ოქტომბერს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system