თავში

,,თბილისის მიკროავტობუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

,,თბილისის მიკროავტობუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
,,თბილისის მიკროავტობუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

,,კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა, რის გამოც 1 ადამიანი გარდაიცვალა და 12 კი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system