თავში

"მოხალისე" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ პროექტს იწყებს

"მოხალისე" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ პროექტს იწყებს
მოხალისე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ პროექტს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ პროექტს -„მოხალისეს“ იწყებს.

უწყების ინფორმაციით „მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

პროექტი "მოხალისე" ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ორგანიზებულ ჩართულობას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაში და მათ უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე - "www.volunteers.ge", შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი გახდებიან მოხალისეთა ეროვნული სიის წევრები და საჭიროებისას, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

შერჩეულ მოხალისეებს საკუთარ სოფლებსა და ქალაქებშივე გადაამზადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ აღჭურვილობასა და ინვენტარს მიიღებენ.

პროექტი „მოხალისეს" საპილოტე ვერსია წელს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მხარეში ამოქმედდება, 2020 წლიდან კი მთელ საქართველოს მოიცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system