თავში

ახალციხეში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ახალციხეში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარიის გამო დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ახალგაზრდა. 

დაშავებულიც და გარდაცვლილებიც 25 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებით თბილისში გადაიყვანა. 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც report.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გზაზე ავტომობილის მოცურება გახდა. 

შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system