თავში

,,ბოჭორიშვილში" კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO

,,ბოჭორიშვილში" კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO
,,ბოჭორიშვილში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO

თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და ის ქვეყნის შიდა გადადებას უკავშირდება. 

,,ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტია მოთავსებული, კორონავირუსი დადასტურებული აქვს 21-ს, ერთი პაციენტია დამატებული, გუშინ გამოვლინდა ჩვენს კლინიკაში, 9 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ორმხრივი ფილტვების ანთებით. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 7 პაციენტია", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება დღეს 13 პაციენტს ჩაუტარდება. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 306 გახდა.

ქვეყანაში 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 4990 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462,

უცხოეთიდან სამკურნალოდ ქვეყანაში საქართველოს 3 მოქალაქე გადმოიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system