თავში

გამყრელიძე: ,,დარჩი სახლში" ახალი სლოგანით შეიცვლება

გამყრელიძე: ,,დარჩი სახლში" ახალი სლოგანით შეიცვლება
გამყრელიძე: ,,დარჩი სახლში ახალი სლოგანით შეიცვლება

სლოგანი ,,დარჩი სახლში" ახალი სლოგანით შეიცვლება და ეს იქნება ,,ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

,,ჩვენ გვაქვს დღეს ერთ-ერთი მთავარი სლოგანი - ,,დარჩი სახლში", ვფიქრობ, მალე ეს შეიცვლება ახალი სლოგანით - ,,ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად", ეს კორონავირუსული ინფექცია ერთ-ორ თვეში არ დამთავრდება, ის მოიკლებს, დარწმუნებული იყავით, როგორც კი დათბება, და კიდევ, ამ გატარებული ღონისძიებების გამო, თუმცა, უცნობი ვირუსია და როგორ მოიქცევა, ჯერჯერობით არ ვიცით. რიგი შეზღუდვები დარჩება" ,- განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system