თავში

ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ყველაფერი კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკის გარეშე ჩაივლის

ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ყველაფერი დაკავშირებული რისკის გარეშე ჩაივლის
ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ყველაფერი კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკის გარეშე ჩაივლის

"ვიმედოვნებთ ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება ნებისმიერი რისკის გარეშე მისცეს ხმა, რაც კოვიდსიტუაციასთან არის დაკავშირებული", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცცხადა. ის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო. 

ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე.  ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system