თავში

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

​ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო
ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისადაალექსიძის 2 კილომეტრიანმონაკვეთზე 1300 კედრისმარადმწვანეხედაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.

კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი გვექნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, სამგორისრაიონისგამგებელმა კახა სამხარაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system