თავში

შესაძლოა, ხვალ საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს

შესაძლოა, ხვალ საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს
შესაძლოა, ხვალ საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს

შესაძლოა, 12 მარტს საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ინფიცირებულის ავადმყოფობის 14 დღიანი ვადა ამოიწურა და კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტს ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა.

„უკვე გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. მსუბუქ შემთხვევაში ავადმყოფობა, ისევე როგორც საინკუბაციო პერიოდი, 14 დღეს გრძელდება. უკვე ორი დღეა, მას არავითარი სიმპტომები აღარ აქვს, ამიტომ უკვე მოხდება მისი ტესტირება – 24 საათის განმავლობაში ორჯერ ანუ დღეს და ხვალ. თუ ეს პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება ჩვეულებრივ ბინაზე“,  - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 50 წლის მამაკაცია. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში, იმყოფებოდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system