თავში

ჰესის მშნებელობის მოწინააღმდეგეები გუმათში აქციას მართავენ

ჰესის მშნებელობის მოწინააღმდეგეები გუმათში აქციას მართავენ
ჰესის მშნებელობის მოწინააღმდეგეები გუმათში აქციას მართავენ

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამახვანში მისცენ. 

გოლეთიანი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება.

„თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თავიანთ ქალაქებში მოხდეს პიკეტირება, ანუ გადაკეტავენ გზებს, მაგისტრალებს და ა.შ. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ ხელისუფლება რეპრესირებული მეთოდებით ცდილობს ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი. მათ ცალსახად ეს გზა აქვთ არჩეული და გამორიცხული არ არის, რომ დღესაც მოხდეს თუნდაც დაკავება. აქვე მსურს აღვნიშნო ისიც, რომ საპატრიარქომ გააკეთა მკაფიო განცხადება დიალოგის ფორმატში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ დიალოგის სივრცე შეიქმნას აუცილებელია აიღონ რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამახვანში, კარვებში. გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი და ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში, ეს იყოს საჯარო და ამას საზოგადოებამ თვალი ადევნოს" - განაცხადა გოლეთიან.ა 

სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან საპოლიციო ძალები. მათ ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system