თავში

გონიოში 12 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა

ავტომობილი დაეჯახა
გონიოში 12 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა

გონიოში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო, ახალსოფლის სკოლის მიმდებარედ ქუჩაზე გადადიოდა. 

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. 

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ 12 წლის გოგოს ქალა-ტვინის დახურული დაზიანებები აღენიშნებოდა, ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მათივე განმარტებით მოზარდი კონტაქტური იყო.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system