თავში

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა. ჩვილის გარდაცვალებაში ახალგაზრდა ქალის ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. 

როგორც report.ge-ს თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავენ.

,,მშობიარობის პროცესი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია, რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს. სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოყვანილ იქნა ნაყოფი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო“, - აცხადებენ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system