თავში

ბავშვებს, ვისაც გრიპის ვირუსის სიმპტომები ექნებათ, ბაღებში არ დაუშვებენ

ბავშვებს, ვისაც გრიპის ვირუსის სიმპტომები ექნებათ, ბაღებში არ დაუშვებენ
ბავშვებს, ვისაც გრიპის ვირუსის სიმპტომები ექნებათ, ბაღებში არ დაუშვებენ

15 იანვრიდან, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია დაიწყება, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდება,- ამის შესახებ report.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება, რომლებზეც გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი. გარდა ამისა, ბაღებში იმუშავებენ ჯანდაცვის კოორდინატორებიც, რომლებიც გრიპთან დაკავშირებით მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. 

ბავშვები, ვისაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, ბაღებში არ დაიშვებიან. 

სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში 15 იანვარს დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system