თავში

5 სამხედროს პასუხი დღეს გახდება ცნობილი

5 სამხედროს პასუხი დღეს გახდება ცნობილი
5 სამხედროს პასუხი დღეს გახდება ცნობილი

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 სამხედროს პასუხს ,,ლუგარის ლაბორატორიიდან" დღეს მიიღებენ. 

გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ხუთი სამხედრო პირი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. 

თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დღეებში გამოკვლევა ჩაუტარდა კიდევ ორ სამხედროს. უწყების ინფორმაციით, ,,ლუგარის ლაბორატორიიდან" მიღებული პასუხით, არცერთს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

ამ დროისათვის, stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების  75 შემთხვევაა დადასტურებულიაქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system