თავში

წყალტუბოს კარანტინიდან ქუთაისის ინფექციურში ორი მოქალაქე გადაიყვანეს

წყალტუბოს კარანტინიდან ქუთაისის ინფექციურში ორი მოქალაქე გადაიყვანეს
წყალტუბოს კარანტინიდან ქუთაისის ინფექციურში ორი მოქალაქე გადაიყვანეს

წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში იზოლირებული ორი მოქალაქე, რომლებიც იტალიიდან ჩამოიყვანეს, დღეს დილით, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეებს გვიან ღამით, ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

როგორც Report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები უკვე აუღეს და პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

კლინიკაში, ამ დრომდე, ვირუსის სიმპტომით რვა პაციენტია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში, იტალიიდან ჩამოყვანილი 97 მოქალაქე მოათავსეს.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დღეიდან, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system