თავში

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს
მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women Georgia ) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს. 

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“,- ამბობს ნაირა.

ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system