თავში

ჰქონდა თუ არა შეხება პაციენტებთან კოვიდინფიცირებულ ექთანს?

ჰქონდა თუ არა შეხება პაციენტებთან კოვიდინფიცირებულ ექთანს?
ჰქონდა თუ არა შეხება პაციენტებთან კოვიდინფიცირებულ ექთანს?

კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანს, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, 30 აპრილიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არ უმუშავია. ამის შესახებ განცხადებას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, 15-დღიან ცვლებში მომუშავე პერსონალს ვირუსზე ტესტირება ცვლის დაწყებისა და დასრულებისას, მუდმივად უტარდებათ.

„მე არ მყავს არავითარი საბურთალოს კლასტერი. ის მედდა ჩემთან არ მუშაობდა 30 აპრილიდან. სად იარა, ვის შეხვდა, ჩვენი ბრალი ხო არ არის. ყველა ტესტი გაკეთებულია ლუგარის პროტოკოლის მიხედვით – სწრაფი და პისიარი. ყველას უკეთდება ჩვენთან, ცვლებიდან გამოსულ და შემოსულ თანამშრომლებსაც. ჩვენთან 15-15 დღით მუშაობენ თანამშრომლები, ერთი ბრიგადა გადის, მეორე ბრიგადა შემოდის, ანუ 15 დღე და ღამე ჩვენთან არიან. როცა ბრუნდებიან სამსახურში, ვუკეთებთ ტესტს, რომ გარედან არ შემოიტანონ ვირუსი. როცა 15-დღიან ციკლს დაამთავრებენ, კიდევ ვუკეთებთ პისიარტესტს, რომ ჩვენგან არაფერი გაიტანონ. მაგ ქალბატონსაც, რომ დაამთავრა ორკვირიანი ცვლა, გაკეთებული აქვს პისიარტესტირება. პასუხი უარყოფითი იყო, რომ დაბრუნდა ცვლაში სამსახურში, ისევ ავუღეთ და ჰქონდა კორონა. 30 აპრილის შემდეგ არ ყოფილა სამსახურში. ეს მედდა 30 აპრილს რომ გავიდა ცვლიდან, 28 მაისს შემოვიდა. სამსახურშიც არ დავუშვით და დავაწვინეთ სტაციონარში. შეხება მას ჩვენთან, არავისთან ჰქონია“, - განუცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერი მასშემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებ ერთი ოჯახის 7 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ოჯახის წევრია ექთანი, რომელიც სავარაუდოდ ინფიცირების წყაროა. კორპუსში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შემდეგ საბურთალოს კლასტერი გაფართოვდა. ამ დროის მონაცემებით ინფიცირებულია 23 პირიკარანტინშია გადაყვანილი რამდენიმე ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system