თავში

ჰქონდა თუ არა სხვა აბიტურიენტებთან კონტაქტი ახალგაზრდას, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

ჰქონდა თუ არა სხვა აბიტურიენტებთან კონტაქტი ახალგაზრდას, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
ჰქონდა თუ არა სხვა აბიტურიენტებთან კონტაქტი ახალგაზრდას, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ პირებზე დაკვირვება მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში კიდევ 9 აბიტურიენტი და დამკვირვებელი იმყოფებოდა. 

„გუშინწინ, რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 7 ივლისს გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა ღონისძიება გატარებულია იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ და აბიტურიენტებს მივცეთ საშულება, ვინც მასთან ერთად წერდა ტესტებს, რომ გამოცდები გააგრძელონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისთვის, ხოლო, დანარჩენ ცხრა აბიტურიენტზე, რომლებიც გამოცდის დროს გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ ოთახში, ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system