თავში

აქცია ჯავახეთში - მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

აქცია ჯავახეთში - მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა
აქცია ჯავახეთში - მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები წყალმომარაგებისა და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, მწვავედ დგას საძოვრების პრობლემა, რადგან სოფლის მიწების დიდი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით და მოსახლეობა შინაური პირუტყვის გამოკვებას ვერ ახერხებს.

სოფელ გორელოვკაში მობილიზებულია პოლიცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system