თავში

ჰოლივუდის მოთხოვნით ქართული მეკობრული საიტები სოციალური ქსელიდან წაიშალა

ჰოლივუდის მოთხოვნით ქართული მეკობრული საიტები სოციალური ქსელიდან წაი
ჰოლივუდის მოთხოვნით ქართული მეკობრული საიტები სოციალური ქსელიდან წაიშალა

ქართული "მეკობრული ვებგვერდების" (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com, srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge) სოციალური მედიის გვერდები Facebook-სა და Instagram-ზე გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა.

როგორც ორგანიზაცია "ანტიმეკობრული ცენტრი" აცხადებს, ქართულ მეკობრულ ვებგვერდებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სოციალური მედიის გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების MPA (Motion Picture Association) მიმართვის საფუძველზე წაეშალათ. ეს გაერთიანება წარმოადგენს ისეთ გიგანტ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა Disney, Paramount, Warner Bros, Universal, SONY და Netflix.

გადაწყვეტილება ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე მიიღეს, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან, თავიანთ პლატფორმაზე დაიცვან საავტორო უფლებები.

ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს: მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Google-ის საძიებო სისტემაში მეკობრული ვებგვერდები შეიზღუდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system