თავში

ჰომოსექსუალებს სქესობრივი კავშირის შემდეგ სისხლის დონაცია აღარ ეზღუდებათ 

ჰომოსექსუალებს სქესობრივი კავშირის შემდეგ სისხლის დონაცია აღარ ეზღუდებათ 
ჰომოსექსუალებს სქესობრივი კავშირის შემდეგ სისხლის დონაცია აღარ ეზღუდებათ 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც მამაკაცთან სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში მამაკაცს სისხლის დონაცია ეზღუდება.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული იყო.  მოპასუხე მხარე კი თვლიდა, რომ  მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. 

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ თემაზე 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, სადაც მითითებულია, რომ სისხლის სამედიცინო შემოწმებამ შესაძლებელია სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. ფანჯრის პერიოდი). ამასთან, ახალ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ბევრად უფრო ხანგრძლივად უზღუდავდა უფლებებს მოქალაქეთა ნაწილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system