თავში

ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა დაუდასტურა.

თამარ ლომინაძის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და შესაბამისად, ლექტორებს სტუდენტებთან ან თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონიათ.

"ჩვენს ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდი. რადგან ჩვენ აქტიურად გადასული ვართ დისტანციურ რეჟიმზე, ამ ინფიცირებულ ადამიანებს საბედნიეროდ, თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს უნივერსიტეტში ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მაქსიმალურად გვაქვს დაცული ყველა ის პირობა, რაც არის აუცილებელი კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის",- განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system