თავში

ჰუმანური განვითარების ინდექსში 189 ქვეყანას შორის საქართველო 70-ე ადგილზეა - PHOTO

ჰუმანური განვითარების ინდექსში
ჰუმანური განვითარების ინდექსში 189 ქვეყანას შორის საქართველო 70-ე ადგილზეა - PHOTO

გაერომ 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიში (HDR) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველო 70-ე ადგილს იკავებს 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის.

ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს.

წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსს (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებელი 0.786-ია, რაც მაღალ ჰუმანურ განვითარებას შეესაბამება. 2000-2018 წლებში საქართველოს HDI მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდას ნიშნავს.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, GNI, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა.

ამ ზრდის მიუხედავად, უთანასწორობის გათვალისწინებით დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.



ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: ნორვეგია (0.954), შვეიცარია (0.946), ირლანდია (0.942), გერმანია (0.939) და ჰონგ-კონგი (0.939). ყველაზე დაბალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებია: ბურუნდი (0.423), სამხრეთ სუდანი (0.413), ჩადი (0.401), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (0.381) და ნიგერი (0.377).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system