თავში

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ცაციაშვილი გამართავს.

როგორც report.ge-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბრიფინგის თემა დღეს მიმდინარე მოვლენები იქნება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. რამდენიმე ორგანიზაცია ფილმის ჩაშლით იმუქრება. შსს კი საზოგადოებას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. 

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system