თავში

მოსიძე: გუდაურში საკმაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა

მოსიძე: გუდაურში საკმაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა
მოსიძე: გუდაურში საკმაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა

საკმაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა გუდაურში, როგორც თვითმხილველები ამბობენ, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ განაცხადა.

დეპუტატმა შსს-ს გუდაურში მომხდარი მკვლელობის სწრაფი გამოძიება და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.

 "მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა. მოვიკვლიე და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ერთადერთი ინციდენტი, რაც გუდაურის ზამთრის კურორტზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აყალმაყალი და დებოში საკმაოდ ხშირია იქ. ეს არის მკვლელობით დასრულებული პირველი შემთხვევა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვა შემთხვევებისას, პოლიციის მხრიდან არ აქვს შესაბამის რეაგირებას ადგილი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ 8 მილიონი ტურისტით და ის ტურისტები ამ სისხლიანი დაპირისპირების კადრებს ნახავენ. გუდაური არის ზამთრის ტურიზმის კარიბჭე, ასეთი ინციდენტები კი, ჩვენს ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად დააზარალებს. მოვუწოდებ შსს-ს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინციდენტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ბატონო არჩილ, იქნებ პირად კონტროლზეც აიყვანოთ ეს საქმე, სანამ ეს მიიღებს რაიმე გამოხმაურებებს უცხოეთიდან", - აღნიშნა მოსიძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-მ ერთი პირი დააკავა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system