თავში

ანა დოლიძე მთავრობაში შეტანილი პეტიციის შესახებ განმარტებებს ითხოვს

ანა დოლიძე მთავრობაში შეტანილი პეტიციის შესახებ განმარტებებს ითხოვს
ანა დოლიძე მთავრობაში შეტანილი პეტიციის შესახებ განმარტებებს ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სახელმწიფო კანცელარიას წერილით მიმართა. მისი თქმით, აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიცია მთავრობის ადმინისტრაციაში ორი თვის წინ შეიტანა და ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

ანა დოლიძე ამბობს, რომ საკითხი შესაბამის კომისიას უნდა განეხილა და სხდომა ჩაენიშნა, თუმცა კომისიას სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია.

"უკვე თითქმის ორი თვე სრულდება, რაც ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა და ელექტრონული პეტიცია ჩავაბარეთ გიორგი გახარიას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. იცით, რომ ხალხს ძალიან აწუხებს აზარტული თამაშების თავაშვებულობა საქართველოში. ეს არის ჩვენი დროის ეპიდემია. ჩვენი კამპანიის მიზანია შევზღუდოთ აზარტული თამაშები, ავკრძალოთ აზარტული თამაშების თავაშვებული რეკლამა საქართველოში და დავიცვათ ამით ჩვენი ბავშვები. სამწუხაროდ, ორი თვის თავზე პრემიერი გახარია დუმს, ჩვენ არ ვიცით რაიმე მოიმოქმედა თუ არა მთავროვის ადმინისტრაციამ და როგორ აპირებს მთავრობა უპასუხოს ხალხის მოთხოვნას. ამიტომ დღეს ჩვენ მივმართეთ წერილით, მოვითხოვეთ კონკრეტული პასუხი რა გეგმა აქვს ჩვენ პეტიციასთან მიმართებაში. რას აპირებს მთავრობა აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში, არასრულწლოვნებთან მიმართებაში და საერთოდ, აპირებს თუ არა რაიმე მოიმოქმედოს უამრავი ადამიანის მოთხოვნების საპასუხოდ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system