თავში

იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილ მედდას ფილტვის ემბოლია ჰქონდა და არა ანაფილაქსია

იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილ მედდას ფილტვის ემბოლია
იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილ მედდას ფილტვის ემბოლია ჰქონდა და არა ანაფილაქსია

"დაადგინა პათოლოგიურმა კვლევამ, რომ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ფილტვის ემბოლია, და ახლა, ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით. ადრე მონა ადამიანებად გთვლიდით და თანაგრძნობა მქონდა. ახლა კი, ვინც ფილტვის ემობოლიისას ანაფილაქსიაზე საუბრობს, იმან უკვე შეგნებით თქვა უარი ადამიანობაზე სულერთია, ექიმია, ექთანია, მინისტრია თუ ჟურნალისტია", - ამის შესახებ ექიმმა იაგო ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამოცხადება დროზე ადრე მოხდა. ფრანგიშვილი განმარტავს, რომ მართვითი სუნთქვის შეწყვეტა ანაფილაქსიის დროს ასე სწრაფად არ ხდება.

"ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ვუთხარი, სანამ პათოლოგიის დასკვნა ცნობილი იყო, ვუთხარი, რომ  აცრისას ანაფილაქსიით ჯერ არავინ დაღუპულა ამ უკვე 6 თვიანი აცრებისას, ეს ერთი და მეორეც...

ანაფილაქსიის დროს რატომ უნდა შეწყვიტო მართვითი სუნთქვა რამდენიმე საათში და ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადო? გინდაც ანაფილაქსიური შოკით ტვინის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდეს, რამდენიმე დღე მაინც აკვირდებიან, გინდაც ტვინი იყოს უკვე შეუქვცევადად დაზიანებული, მაინც აკვირდებიან და მერე აცხადებენ გარდაცვლილად.

ერთადერთი შემთხვევა, როცა იძულებულია სამედიცინო დაწესებულება ვერ შეძლოს გარდაცვალების დამალვა და დროის ,,გაწელვა,, რომ საზოგადოებას მაინც დაანახოს, რომ ყველაფერი გააკეთა, ესაა გულის გაჩერება და პერიფერიული ოქსიგენირების შეუძლებლობა. ასე რომ, სუფთა ქმედითი ფაქტებით და პროცესის განვითარებით ჩანს, რომ არ იყო ანაფილაქსია", - დაწერა იაგო ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system