თავში

INL-მ შსს-ს ვოლიერებით აღჭურვილი სპეციალური მანქანა გადასცა

INL-მ შსს-ს ვოლიერებით აღჭურვილი სპეციალური მანქანა გადასცა
INL-მ შსს-ს ვოლიერებით აღჭურვილი სპეციალური მანქანა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL) კინოლოგიური პროექტი "K9"-ის ფარგლებში ვოლიერებით აღჭურვილი სპეციალური ავტომანქანა გადასცა. ვოლიერებით. აღნიშნული პროექტი INL-ის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.

აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვანია სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system