თავში

ამირან გამყრელიძე: ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 5%-იანი მატება გვაქვს

ამირან გამყრელიძე: ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 5%-იანი მატება გვაქვს
ამირან გამყრელიძე: ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 5%-იანი მატება გვაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია უფრო მშვიდია.

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა - 219.  წინა კვირისგან განსხვავებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაახლოებით 5%-იანი მატება გვაქვს, ანუ ჰოსპიტალიზაცია მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც დიდი ალბათობით მაინც გახლავთ ბავშვთა კონტიგენტის ხარჯზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება გრიპის 216 ახალ შემთხვევას, ამირან გამყრელიძის თქმით, არც ერთი მათგანი ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას არ საჭიროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system