თავში

იანვრიდან განათლების სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოფა

იანვრიდან განათლების სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოფა
იანვრიდან განათლების სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოფა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ report.ge - ს განუცხადა. 

ქანთარიას ინფორმაციით სამინისტროს შესაძლოა ასევე გამოეყოს სპორტის მიმართულებაც. 

"მე ვიცი რომ ამაზე იყო საუბარი და იყო კიდეც შეთანხმებაც, რომ კულტურის სამინისტრო იყოს ცალკე, მე თავიდანვე ვიყავი სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი. ეს განცალკავება იოლი არ არის, რთულ პროცედურებს უკავშირდება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ელემენტარული სათაურის შეცვლასაც სჭირდება დრო და პროცედურები, სავარაუდოდ იანვრამდე ან იანვარში მოხდება გამოყოფა. რაც შეეხება სპორტს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სპორტის სფეროს წარმომადგენლებსაც არ სურდათ სამინისტროების გაერთიანება, აქედან გამომდინარე ალბათ სპორტის სფეროც გამოეყოფა სამინისტროს."- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

2018 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროები შეუერთდა.ცვლილელები სხვა სამინისტროებსაც შეეხო და 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system