თავში

იაპონიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს

იაპონიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს
იაპონიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ერთ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური ტექნიკური საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება და კახეთის რეგიონში, სამსახურის რესურსს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ავტომობილის გადმოსაცემად საგრანტო ხელშეკრულება იაპონიის საელჩოში გაფორმდა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ესწრებოდა. მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და იპონის ელჩს - იმამურა აკირას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.  პროექტის გახორციელების შემდეგ, ეს იქნება იაპონელი მეგობრების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-5 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. 

უახლოეს მომავალში ქალაქ ბათუმის სამმართველოსთვის ავტო-კიბის გადაცემა იგეგმება, მაღალსართულიან შენობებში სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის გამოიყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system